საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ხარვეზის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე info@go2forum.ge

ფორუმის წესები და უსაფრთხოების პოლიტიკა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს პლატფორმაზე! ფორუმზე რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს.

პლატფორმა იტოვებს უფლებას შეცვალოს წესები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. განახლებული ვერსია ძალაში შედის ვებსაიტზე გამოქვეყნებისთანავე.

შინაარსი

დააჭირე სათაურს სწრაფი გადასასვლელად

ზოგადი წესები და ქცევის კოდექსი

ფორუმი პროფესიული დისკუსიებისთვისაა

ფორუმი შექმნილია გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული დისკუსიებისთვის. შესაბამისად, აკრძალულია:

  • შეურაცხყოფა: ნებისმიერი სახის აგრესია, პირადი შეურაცხყოფა ან დისკრიმინაციული განცხადებები სხვა მომხმარებლების მიმართ.
  • სპამი და რეკლამა: კომერციული რეკლამების განთავსება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე (გარდა სპეციალურად გამოყოფილი განყოფილებებისა).
  • არასწორი კატეგორიზაცია: თემების გახსნა იმ სექციებში, რომლებიც არ შეესაბამება შინაარსს.
  • პოლიტიკური ან რელიგიური პროპაგანდა.
  • დეზინფორმაცია: განზრახ მცდარი სამშენებლო რჩევების მიცემა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას.

მომხმარებელი ვალდებულია

პლატფორმის უსაფრთხო და კანონიერი გამოყენება

  • გამოიყენოს საიტი მხოლოდ კანონიერ მიზნებისთვის.
  • არ განათავსოს ცრუ, შეურაცხმყოფელი ან უკანონო ინფორმაცია.
  • არ დაარღვიოს სხვა პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
  • არ ჩაერიოს ვებსაიტის ტექნიკურ ფუნქციონირებაში.

ადმინისტრირება და სანქციები

დარღვევებზე რეაგირების მექანიზმი

ფორუმის ადმნინისტრაცია უფლებამოსილია შეზღუდოს ან შეაჩეროს მომხმარებლის წვდომა წესების დარღვევის შემთხვევაში.

წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გამოიყენოს შემდეგი ზომები:

გაფრთხილება

მსუბუქი დარღვევის შემთხვევაში.

დროებითი ბანი

განმეორებითი დარღვევის ან საშუალო სიმძიმის გადაცდომისას.

მუდმივი ბანი

სისტემატური დარღვევების, თაღლითობის ან ფორუმის მუშაობის შეფერხების მცდელობისას.

კონფიდენციალურობა და მონაცემთა დამუშავება

რა მონაცემებს ვამუშავებთ და რატომ

3.1. ფორუმის მიერ შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები
  • იდენტიფიკაციის მონაცემები: სახელი, გვარი; პირადი ნომერი (საჭიროების შემთხვევაში); დაბადების თარიღი.
  • საკონტაქტო მონაცემები: ელექტრონული ფოსტა; ტელეფონის ნომერი.
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი; მოწყობილობის ტიპი; ბრაუზერის ინფორმაცია; Cookie-ების მეშვეობით მიღებული ინფორმაცია.
3.2. რეგისტრაციისას მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ

ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. რეგისტრაციისას თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია (ელ-ფოსტა, სახელი, გვარი) გამოიყენება მხოლოდ:

  • ავტორიზაციისა და უსაფრთხოებისთვის.
  • ფორუმიდან მნიშვნელოვანი შეტყობინებების გამოსაგზავნად.
  • პლატფორმის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
[!მნიშვნელოვანი]

თქვენი მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, მათ შორის მარკეტინგული მიზნებისთვის გარდა 3.2-ში მითითებული შემთხვევბისა.

3.3. მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის

მონაცემები შეიძლება გადაეცეს: საგადახდო სისტემებს; IT მომსახურების პროვაიდერებს; სახელმწიფო ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მესამე პირებს ეკისრებათ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

3.4. მონაცემთა დამუშავების მიზნები

მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებისთვის: ფორუმში რეგისტრაციისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა; ფორუმის ადმინისტრირების მიზნით; კომუნიკაცია მონაწილეებთან; უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ფორუმის პოპულარიზაცია; კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

3.5. მონაცემთა დამუშავება ხორციელდება

მონაცემთა დამუშავება ხორციელდება: სუბიექტის თანხმობის საფუძველზე; ხელშეკრულების შესრულების მიზნით; კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად; ფორუმის ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე.

ანგარიშის წაშლა და შინაარსის შენარჩუნება

რა ხდება ანგარიშის გაუქმების შემდეგ

მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ანგარიშის წაშლა. გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშის გაუქმების შემდეგ:

  • საჯარო კონტენტი: თქვენს მიერ გახსნილი თემები და დაწერილი კომენტარები არ იშლება. ეს აუცილებელია ფორუმის მთლიანობისა და დისკუსიების ლოგიკური ჯაჭვის შესანარჩუნებლად.
  • პირადი შეტყობინებები: ყველა პირადი მიმოწერა (PM), რომელიც ინახებოდა თქვენს პროფილში, სრულად წაიშლება და მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება.
  • პერსონალური მონაცემები: თქვენი ელ-ფოსტა და პაროლი წაიშლება ჩვენი აქტიური ბაზებიდან.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

რჩევების გამოყენება ხდება თქვენი პასუხისმგებლობით

  • ფორუმის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლების მიერ დაწერილ რჩევებზე და ნებისმიერი რჩევის გამოყენება ხდება თქვენივე რისკით.
  • ფორუმის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს ტექნიკურ შეფერხებებზე, მესამე მხარის მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე, სხვის უკანონო ქმედებაზე და ფორს-მაჟორულ გარემოებებზე.

ინტელექტუალური საკუთრება

კონტენტის გამოყენების წესები

  • 6.1. ვებსაიტზე განთავსებული ლოგოები, დიზაინი, ტექსტები, ფოტო და ვიდეო მასალა წარმოადგენს ფორუმის საკუთრებას.
  • 6.2. აღნიშნული მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ფორუმის ადმინისტრაციის წინასწარი წერილობითი თანხმობით.